spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – საქართველოს წინაშე საფრთხე არის ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად მზარდი

არ მეგულება გულუბრყვილო და ყველაზე ბრიყვი ადამიანიც კი, რომელიც ვერ აცნობიერებს,  რომ საქართველოს წინაშე ეს საფრთხე არის ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად მზარდი, –  ამის შესახებ რონდელი ფონდის მკვლევარმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლება ამ საფრთხის გათვალისწინებით 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს.   

 

“თუ რეალურად იციან, რომ ეს საფრთხე მაღალია და რუსეთი წაუყენებს ულტიმატუმს საქართველოს და თავდასხმის საფრთხე გაიზრება,  სადღეღამისო რეჟიმში უნდა მიდიოდეს მუშაობა – შეიარაღების შესყიდვაზე, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაზე, უნდა მიდიოდეს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლასთან დაკავშირებით. 

 

უამრავი საქმეა გასაკეთებელი,  როდესაც ქვეყანა არის მზარდი საფრთხის მოლოდინში. არ მეგულება გულუბრყვილო და ყველაზე ბრიყვი ადამიანიც კი, რომელიც ვერ აცნობიერებს,  რომ საქართველოს წინაშე ეს საფრთხე არის ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად მზარდი. მთელი მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ არ გაჩერდება რუსეთი არა მხოლოდ უკრაინაში, არა მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვაში, არამედ მას აუცილებლად ექნება გეგმები ბალტიის ქვეყნებთან  და პოლონეთთან  მიმართებით, პოლონეთმა ნატოს წევრმა ქვეყანამ დაიწყო სამზადისი რუსეთიდან შეტევის და აგრესიის მოსაგერიებლად. უკვე ძალიან კონკრეტული განცხადებები კეთდება პოლონეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლება გარდა იმისა,  რომ უკრაინასთან მიმართებით გამოიყურება სამარცხვინოდ, ამის გარდა გამოიყურება უსუსურად, ან თვალში ნაცარს აყრის საკუთარ მოქალაქეებს. –  სულ არის ისრების გადატანა ოპოზიციაზე, პრეზიდენტთან დაპირისპირების ინსცენირებაზე…

 

ასეთ ვითარებაში მართლა ბედის ანაბარა, საკუთარი ხალხის ანაბარა ვართ მიტოვებული და მიშვებული, მართლა  ხალხის გადასაწყვეტი იქნება, ხალხმა უნდა ივაჟკაცოს და იყოჩაღოს, მაგრამ ხალხს ვერ მისცემს  სტინგერებს აშშ და დიდი ბრიტანეთი,  ასე  არ ხდება“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები