spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში ცალკეულ პოლიტიკოსებს აქვთ მცდელობა, რომ სწრაფი შეთანხმება შედგეს

მნიშვნელოვანია აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის პოზიცია, რომ სანამ ყველა საოკუპაციო ჯარი მთლიანად არ გავა უკრაინის ტერიტორიიდან, იმ დრომდე  სანქციების შესუსტებაზე არავითარი საუბარი არ იქნება,  – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა  განაცხადა. 

 

მისი თქმით,  უკრაინა-რუსეთის შეთანხმებით მთელი ცივილიზებული სამყარო არის დაინტერესებული,  რადგან ამ ომის გამო ყველა ზარალდება. 

 

“უკრაინა არ აპირებს არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, განსაკუთრებით ყირიმთან მიმართებით, ეს შეუთანხმებელი საკითხია.  უკრაინა სამართლიანად  აცხადებს და მსოფლიო აღიარებს, რომ ყირიმი არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი. 

 

რაც  შეხება დასავლეთს, ცხადია ყველა ზარალდება, რუსეთმა უკრაინას მიაყენა ერთი ტრილიონი ზარალი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ. 94 ხორბლით და უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემი არის გაჩერებული, ვერ გადის, დატყვევებული ყავთ რუსებს. მთელი ცივილიზებული სამყარო საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მალე შეიძლება,  რეალურად,  შიმშილის პრობლემა დადგეს. 

 

ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში ცალკეულ პოლიტიკოსებს, არ დავასახელებ, მაგრამ ეს არ ეხებათ აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, აქვთ მცდელობა, რომ სწრაფი შეთანხმება შედგეს. 

 

ცხადია, ეს ცველაფერი ბიზნესის ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ დაბრუნდება,  პუტინი ისედაც კეთროვანი გახდა, მაგრამ უმაღლესი რანგის ცალკეულ პოლიტიკოსებს აქვთ იმის გათვლაც,  რომ ვითარების ნორმალიზებასთან ერთად,  რაღაც ტიპის სანქციების შესუსტებაზე  შეიძლება სწრაფად წავიდეს საუბარი. ამიტომ იყო  ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის პოზიცია, რომ სანამ ყველა საოკუპაციო ჯარი მთლიანად არ გავა უკრაინის ტერიტორიიდან, იმ დრომდე  სანქციების შესუსტებაზე არავითარი საუბარი არ იქნება“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები