spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი – უკრაინელები არ იბრძვიან იმისთვის, რომ ლავროვისა და პუტინის ულტიმატუმებზე დათმონ ერთი მტკაველი მაინც

საქართველოსა და უკრაინის ბრძოლას შორის პირდაპირი კავშირია, ასევე ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორისაც კავშირია. გაიმარჯვებს უკრაინა, დამარცხდება რუსეთი, გაიმარჯვებს საქართველო და დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები არ იბრძვიან იმისთვის, რომ ლავროვისა და პუტინის ულტიმატუმებზე დათმონ ერთი მტკაველი მაინც.

“საქართველოსა და უკრაინის ბრძოლას შორის პირდაპირი კავშირია, ასევე, რეჟიმებს – ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორისაც კავშირია. გაიმარჯვებს უკრაინა, დამარცხდება რუსეთი, გაიმარჯვებს საქართველო და დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ეს ძალიან სერიოზულ და პირდაპირ ბმაშია. ამას რეჟიმიც აცნობიერებს. მათთვის სასიცოცხლო ინტერესი არის, რომ პუტინმა შედეგი მიიღოს, მაგრამ პუტინი შედეგს ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ვლადიმერ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის პოზიცია განმსაზღვრელი იყო დღეს.

სრულიად ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც აქვს პრეზიდენტ ზელენსკის. მან ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა უკრაინის პოზიცია, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მას არ აქვს კონკრეტული ინტერესი, სადაც უკრაინა არ ექნება წარმოდგენილი. პირდაპირ და ღიად აღიარა მარკო რუბიომ, რომ ეს არის ძალიან რთული და გრძელი გზის დასაწყისი. ეს არის დედამიწიდან მარსამდე გასავლელი გზა. რაც შეეხება სამსაფეხურიან გეგმას, მე ვისურვებდი, რომ ოფიციალურად დაიდოს, თუმცა ეს საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ არჩევნების ჩატარების, რეალურად, მართლაც შეიცავს საფრთხეს, თუ უკრაინა დაიყოლიეს, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ამ გეგმიდან რამე გამოვა. უკრაინელებს არ უბრძვიათ, რომ ლავროვისა და პუტინის ულტიმატუმებზე დათმონ ერთი მტკაველი მაინც”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები