გუშინ, დაახლოებით 13:00 საათზე ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყებისა და წარმატებით დასრულების შედეგად აზერბაიჯანმა თავისი სუვერენიტეტი აღადგინა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გამოავლინეს დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი.
“რთული რელიეფის პირობებში, მტრის მიერ მრავალი წლის განმავლობაში აშენებული სიმაგრეების არსებობის პირობებში, ჩვენმა სამხედროებმა გამოიჩინეს გმირობა, პროფესიონალიზმი და მოკლე დროში მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ყველა მიმართულებით.
მთლიანად განადგურდა არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების მიუხედავად, უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა სამხედრო ტექნიკა“ – განაცხადა ალიევმა.