spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ალტ-ინფო” მაუწყებლობას წყვეტს

“ალტ-ინფო” მაუწყებლობას წყვეტს. როგორც არხის თანადამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებში მარცხი მათთვის მძიმე აღმოჩნდა.

“უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა. ახლა ის უნდა ითქვას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვდგეთ ხელახლა ფეხზე, მაგრამ ეს დარტყმა, რაც ახლა მივიღეთ, არის სერიოზული დარტყმა რომელმაც წაგვაქცია”, – განაცხადა შოთა მარტინენკომ.

გიორგი ქარდავას თქმით, ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.

“თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით – პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლების სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებელს და თანამებრძოლებს მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა. მომავალში რა ფორმით დავბრუნდებით და როგორ გავაგრძელებთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

“ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები