“ქართული ოცნების” დეპუტატის ალუდა ღუდუშურის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს არა საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრები არიან.
“სრულიად ნათელია, რომ ის, ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, არ მგონია, რომ მათი რეპუტაცია იყოს დაცული და ეს პირიქით, მათ რეპუტაციას ძალიან აზიანებს. სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები არიან ლობისტები “ნაციონალური მოძრაობის” და მათ ქმედებას, ცალსახად ვამბობ, არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მათი მეგობრობისა, ეს არის მეგობრობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, სააკაშვილთან, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.