spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური – ეს მედიასაშუალებები ახერხებენ, რომ ყოველ ჯერზე უფრო გაუგონარი ტყუილი გაავრცელონ

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური წერს. 

 

მისი თქმით, “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

“საზოგადოება მიეჩვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროა. ეს მედიასაშუალებები ახერხებენ, რომ ყოველ ჯერზე უფრო გაუგონარი ტყუილი გაავრცელონ. 

 

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. 

 

“ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ – წერს ალუდა ღუდუშაური Facebook-ზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები