spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური – ესენი არიან ზარმაცები, უქნარები, ალბათ, 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ

“ქართული ოცნების“ წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცია.

 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პუნქტებთან მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვთ.

 

“სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებისთვისაც მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ. ახლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მათ ძირითადად მოეთხოვებათ ერთადერთი, მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში და იყვნენ კონსტრუქციულები. ამასაც კი არ აკეთებენ. ესენი არიან საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცები. თითი თითზე არ აქვთ დადებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პუნქტთან მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას.

 

ესენი არიან ზარმაცები, უქნარები და მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე და შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას ვერ დამისახელებთ. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ, 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები