spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური – როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც შენი ქვეყანა პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან

მოდი, ყველამ თავი დაანებოს ჩვენ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილს აღარ ეხება, რადგან მან მოქმედებითაც დაადასტურა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ხალხთან და არც ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეც იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკოსები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ.

 

“თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას და საკუთარი სახლებიდან როგორმე გაზომონ, რა მანძილზე დგას ოკუპანტის საბრძოლო ტექნიკა. ამ ვითარებაში გამოლაგდებიან… თურმე ამ ვითარებაში უნდა ადგე და შენი საბრძოლო ტექნიკა მიაწოდო უკრაინას. ვთქვით, რომ ჩვენ ვართ უკრაინის, სიმართლის მხარეს და ვუსურვებთ მშვიდობას, ვუსურვებთ გამარჯვებას. ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ განცხადებებით არ ვპასუხობდით, გვესმის კარგად, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს პოლიტიკოსები და ვიღაცები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ, იმიტომაც აქვთ ზოგს ნული, ზოგს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა. საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან ის, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც შენი ქვეყანა პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან, რამდენიმე კილომეტრში და ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. იქნებ აზრი დაატანონ და ცოტა გონებას მოუხმონ ყველამ და გაიაზრონ, რომ ბუჩა სანამ იქნებოდა, ჩვენთან იყო ეგ ყველაფერი. დიახ, ჩვენ ვიყიდეთ ეს ტექნიკა და არავითარ შემთხვევაში არავის არ უჩუქებია. საქართველო რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს იცავს, როგორც ჩანს, ამას ვერ ეგუებიან, მაგრამ იქნებ როგორმე დაკავდნენ იმ ერთ პროცენტიან მხარდაჭერაში“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები