spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური – ვერცერთი ლობისტის ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, ვერც “ემპათიის“ ცრუ განცხადებები და ვერც ადვოკატის მოქმედება ვერ დაიხსნის სააკაშვილს მსჯავრისგან

ექიმის ჩამოყვანის ნაცვლად, ჩამოიყვანეს თუ დაიქირავეს ლობისტები, რომ როგორმე სააკაშვილის თემა იყოს ხელოვნურად დაპიარებული და გაშლილი, იქნებ აარიდონ მსჯავრი, რომელიც სრულიად სამართლიანად აქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილს ვერც „ემპათიის“ ცრუ განცხადებები და ვერც ადვოკატის მოქმედება ვერ დაიხსნის სამართლიანი მსჯავრისგან.

 

“ყველა კარგად ხედავს, რომ ისინი ერთ კონკრეტულ საქმეს აკეთებენ, როგორმე, ნებისმიერ ფასად სააკაშვილი მართლმსაჯულებიდან იხსნან. არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი ობიექტურობასთან ახლოს იქნება. „ემპათიას“ ამბიცია ნუ ექნება, რომ რამე განსაკუთრებულს წარმოადგენენ. მათი განცხადებები მიკერძოებულია და არცერთ ეტაპზე ობიექტურობის განცდას არ ტოვებდა, მათგან სიცრუის ტირაჟირება, ბევრი ტყუილი და უმსგავსობა მოვისმინეთ. პრაქტიკულად, სააკაშვილის ციხეში შესვლის დღიდან გვესმის, რომ სააკაშვილის თავს აპოკალიფსი ხდება.

 

სააკაშვილის გადაყვანა თუ ქვეყნიდან გაყვანა აბსოლუტური ნონსენსი და სპეკულაციაა. ეს გამორიცხულია. სააკაშვილს მოუწევს, მსჯავრი მოიხადოს იმ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ, რომლის ქვეშაც მსჯავრი აქვს დადებული. მთელი ეს აჟიოტაჟი, ვერცერთი ლობისტის ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, ვერც „ემპათიის“ ცრუ განცხადებები და ვერც ადვოკატის მოქმედება ვერ დაიხსნის სააკაშვილს სამართლიანი მსჯავრისგან.

 

“ემპათიის“ ვიღაც წარმომადგენელი ამბობს, თურმე სააკაშვილი მოწამლული ყოფილა. თავად სააკაშვილი და დედამისი ამბობენ, ასეთი რამ არ არისო. სრულიად ნათელია და ყველაფერი ხელისგულზე დევს – სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის სპეკულაციები. ექიმის ჩამოყვანის ნაცვლად, ჩამოიყვანეს თუ დაიქირავეს ლობისტები, რომ როგორმე სააკაშვილის თემა იყოს ხელოვნურად დაპიარებული და გაშლილი, იქნებ აარიდონ მსჯავრი, რომელიც სრულიად სამართლიანად აქვს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები