spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალუდა ღუდუშაური – ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ იმის აღიარებად, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი

ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ აღიარებად იმისა, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი და მათი ქმედებები არის პირწმინდა მარცხისა და კრახისთვის განწირული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

“ოპოზიციურ ლანდშაფტს თუ გადავხედავთ, მივიღებთ ძალიან მკაფიო სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ ოპოზიციაში და ამ სპექტრში არანაირი ერთობის არც შანსი არსებობს, ხოლო პირები, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ, ზოგიერთი ერთმანეთთან იმდენად არის დაპირისპირებული, რომ, ხედავთ, რა ვითარებაა. 

 

მეორე მხრივ, ეს ადამიანები საზოგადოების თვალში არანაირად არ სარგებლობენ იოტისოდენა ნდობითაც კი, რომლითაც შანსი ექნებოდათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ და რაიმე გარდატეხა შეიტანონ ქართულ პოლიტიკაში. 

 

შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ აღიარებად იმისა, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი და მათი ქმედებები არის პირწმინდა მარცხისა და კრახისთვის განწირული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

“გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს და ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები