spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე”

დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს”, – წერს საელჩო.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები