თურქეთში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სირიაში დაღუპულთა რიცხვი 3 500-ს აჭარბებს.
11 თებერვლის დილის მონაცემებით, სირიაში დაღუპულია 3 500-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა ნაწილი კვლავ ნანგრევებშია, ათასობით ადამიანი დარჩენილია უსახლკაროდ.
თურქეთში სტიქიას 20 318 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაარჩინეს 80 088 მოქალაქე; 91 511 ევაკუირებული იქნა დაზარალებული რეგიონებიდან.
თურქეთში სამუშაოებში ჩართულია 12 026 ერთეული ტექნიკა და 160 860 ადამიანი – მაშველები, ექიმები, მოხალისეები და სხვა პერსონალი.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა.