spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჯერჯერობით ინდური შტამი დაფიქსირებული არ არის.

"ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ და განსაკუთრებით ინდურ შტამთან მიმართებაში, ჯერ ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ბაზარზეა შემოსული, ეფექტურია შესაძლო გარკვეული მერყეობით.

ყოველ შემთხვევაში, „ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში, სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული ეფექტურობის შესუსტება, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი, ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები