spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა “აი ია“-სა და “ბეკართან“ თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია“-სა და ქართულ – გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან“, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.

 

შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

 

28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები: 

 

ტარდება უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;

 

მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;

 

ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;

 

ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცემათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები;

 

მშობლებისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები