spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამბროლაურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

სოფელში ცოფის შემთხვევა მას შემდეგ დადასტურდა, რაც ძაღლმა პატრონს უკბინა, რის შემდეგაც შინაური ცხოველი მოკვდა და მასალა ლაბორატორიაში გაგზავნეს. 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლა საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული.

 

კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. 

 

ამ დროისათვის ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები