spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ამერიკის ხმა” ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

“ამერიკის ხმის” ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი “ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.

მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის („რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლება“) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები