spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით აღნიშნა

ამერიკის მეგობართა კლუბმა, ქართულ ამერიკული მეგობრობის გაძლიერების ეგიდით, საქართველოს ერთგული მეგობრის და მტკიცე მოკავშირის აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე და დეკლარაციაზე ხელის მოწერის 247-ე წლის აღსანიშნავი სადღესასწაულო წვეულება გამართა. ოფიციალურ მიღებას; დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესწრეების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი ოჯახის წევრები.

 

სადღესასწაულო წვეულებას, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი უძღვებოდა, რომელმაც ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 4 ივლისის მისალოცი სიტყვებით დაიწყო და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურყევ მეგობრობაზე.

 

მან აღნიშნა, რომ აშშ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე მოკავშირე, რომელიც მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებულად იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას.

 

სიტყვით გამოსვლისას ილია ზუკაკიშვილმა მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხის მიმართ და მადლობა მოუხადა მათ საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული უამრავი კეთილი საქმისთვის და ურყევი მეგობრობის ერთგულებისთვის.

 

ასევე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, რომელმაც ისაუბრა  ქართულ-ამერიკულ მეგობრობაზე და ორ ერს შორის ურთიერთობების ისტორიულ მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ელჩმა დეგნანმა თავის სიტყვაში მადლობა მოუხადა ამერიკის მეგობართა კლუბს და მის პრეზიდენტს ილია ზუკაკიშვილს, ქართულ ამერიკული მეგობრობის გაძლიერებისთვის, გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის.

 

რესტორანი ეთნოგრაფიის ღია ტერასა, მორთული იყო აშშ-ის დროშის ფერებში, წვეულების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუშმა შეასრულა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რომლის დასრულებისთანავე, სტუმრებმა ამერიკელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცეს. 

 

საზეიმო  წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად, თავისუფლების დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ 4 ივლისის იღბლიანი ლატარიის გათამაშებაში. გათამაშების იღბლიან გამარჯვებულებს კი გადაეცათ ღონისძიების სპონსორების მიერ დაწესებული ძვირფასი პრიზები.

 

ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის სპონსორებს და მხარდამჭერებს გადაეცათ მადლობის სიგელი, აშშ-ის 247-ე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

საღამო სპეციალურად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული სადღესასწაულო ტორტის გაჭრით და ფოიერვერკით დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები