spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ესტუმრნენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ეწვივნენ და ბავშვთა განყოფილების პაციენტებს მათ მიერ შეგროვებული საჩუქრები გადასცეს.

საელჩოს თანამშრომლებს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა (საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი/კურატორი), ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა სოფრომაძე, დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქო სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე შეხვდნენ. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას, რომლის ფარგლებში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უახლოეს პერიოდში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით ახალი განყოფილება გაიხსნება, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება იქნება შესაძლებელი.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამერიკელმა ქალბატონმა ჯო ენ მაკგოვენმა დააფუძნა, რითაც გულის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ადგილზე განკურნება და მკურნალობა გახდა შესაძლებელი. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 2022 წლამდე სამედიცინო ცენტრის სახელით ოპერირებდა, “ევროპის უნივერსიტეტის” მფლობელობაში გადასვლის შემდეგ მას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები