spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ამერიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენი უშუალო ინტერესებისთვის” – ზელენსკი სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა.

 

ზელენსკიმ სენატორებთან საუბრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარებში აღნიშნა, რომ ეს იყო “მშვენიერი დიალოგი”.

 

“რესპუბლიკელმა” მიჩ მაკკონელმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის დახმარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 

“ამერიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენი უშუალო ინტერესებისთვის. რუსეთის სამხედრო ძალის შემცირება ხელს უწყობს ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის, ჩინეთის შეკავებას”, – განაცხადა სენატში “რესპუბლიკელების” ლიდერმა.

 

მისივე თქმით, მოხარულია, რომ “კოლეგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად მოესმინათ მისთვის და დაესვათ შეკითხვა უკრაინის კონტრშეტევის შესახებ“.

 

სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დრო ზელენსკიმ დახმარების მიწოდების დახმარების შედეგებზე ისაუბრა.

 

“იყო ერთი წინადადება, რომელიც ყველაფერს აჯამებს. ზელენსკიმ თქვა: “თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ”, ეს მისი ციტატაა”, – აღნიშნა შუმერმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა სენატორებთან შეხვედრას “უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურება“ უწოდა.

 

“განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. სიტუაცია ფრონტზე, თავდაცვის პრიორიტეტული საჭიროებები. უკრაინა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით. მშვიდობის ფორმულა “, გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევები, ქვეყნის აღდგენა. მადლობა უკრაინის მხარდასაჭერად მიცემული ყოველი ხმისთვის, ყოველი კანონპროექტისთვის, რომელიც მიმართულია რუსეთის პასუხისმგებლობისკენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები