spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ, დღეს გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. 

 

“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ, დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას, მოგეხსენებათ ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს. მიზეზებზე ვისაუბრებ მაშინ, როცა იქნება ჩემი ანგარიში ცენტრის წინაშე”, – განაცხადა გამყრელიძემ. 

 

ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები