spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეს იმაზე მეტად გაუარესებულია, ვიდრე ეს მესამე ტალღის დროს იყო. 

 

“იმაზე მეტი ინფიცირება გვაქვს, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ, დაახლოებით, 50-60%-მდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება გახლავთ ის, რომ მეორე ტალღის დროს არ იყო ვაქცინები ხელმისაწვდომი, დღეს გვაქვს საშუალება, მოსახლეობა ავცრათ. ამიტომ, დღეს სერიოზული მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე მრავალ საკითხთან მიმართებაში. ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება. მეორე, პირბადის მაქსიმალურად ტარება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები