spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა

თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ, გინდათ?”- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ვაქცინების ჩამოსვლის შემდეგ ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

 

“ეგეთი რამე ვთქვი? ჩემზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ… თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ, გინდათ? ახალგაზრდა კაცი ხართ, აწი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ჩემს ადგილზე. თქვენ თუ ძალიან გინდათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი იყოთ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა.

 

მით უმეტეს ექიმი თუ ხართ, გეტყვით მაშინ, რამდენი კურსი უნდა გაიაროთ, რამდენი უნდა ისწავლოთ კიდევ და სიამოვნებით. თუ გინდათ, მიგიღებთ სტაჟირებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში. თუ მოგეწონათ, მერე დაგითმობთ ჩემს ადგილს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები