კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მოსახლეობა თუ მაქსიმალურად აიცრება, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება.
“მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე.
მე-5 ტალღას დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“ , – განაცხადა გამყრელიძემ.