მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით, 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ინფიცირების 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა, თუმცა ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა.
“დაკვირვების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობა არ არის მძიმე, იმიტომ, რომ ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არ არის, 46 000-მდეა აქტიური შემთხვევა, მაგრამ ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. ვფიქრობ, ეს განპირობებულია გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით. მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას. გასულ სამშაბათს გვქონდა 4800 შემთხვევა და, ზრდა გვაქვს, მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.