spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო, კვლევა გრძელდება

საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია საეჭვო ნიმუშების გამოკვლევას აგრძელებს.

 

“ჩვენს რეგიონში, ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში, სეკვენირებით, არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, ორ შემთხვევაში, კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები