დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტი არის აცრილია, რაც საკმარისი არაა.
“დღეს მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტი გვყავს აცრილი, თუ ჩვენ არ გავზარდეთ ვაქცინაციის ტემპი, მაშინ რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. პროგნოზი არ არის საიმედო, შესაბამისად, დღესაც იქნა დავალებები გაცემული, რომ კვლავ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.