spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის

ვირუსის შემთხვევების რაოდენობა რომ არ გაიზარდოს და „ომიკრონმა“ ეპიდსიტუაცია არ გააუარესოს, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია აცრების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდაა. ასევე მთავარია, აქტიური ბუსტერიზაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება. 

 

“ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც ორჯერ არის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდეს.

 

“ალბათ, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამასთან, გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები