“შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეპიდსიტუაცია უარესდება და თუ ასე გაგრძელდა, შეზღუდვების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.
“საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა.
დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე, თავშეყრებზე და ა.შ და მეორე – ყველანი ავიცრათ. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეკომენდაციით, შეზღუდვების გამკაცრებაზე”- განაცხადა გამყრელიძემ.