spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ანა ბუჩუკური – აშშ-შიც და ევროკავშირშიც კარგად იციან სად დგას ქართველი ხალხი და ეს იქნება ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გზავნილი, რომელიც  ბოლო დღეების  განმავლობაში, განსაკუთრებით, მარტის დასაწყისში ქართველმა ხალხმა გაუგზავნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან სწორად და  კარგად არის მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქშიც და ევროკავშირშიც. მათ კარგად იციან სად დგას ქართველი ხალხი და ეს იქნება ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქვეყნა მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს იქნება ქართველი ხალხი დამსახურება“, – განაცხადა  პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა ანა ბუჩუკურმა.

 

მისი თქმით, ხელისუფალს ხალხი ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ რეფორმები სწორედ ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. 

 

“რეალურად, რეფორმების განხორციელება საჭიროა იმისთვის, რომ საქართველო არ მოწყდეს უკრაინა-მოლდოვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. რეფორმების განხორციელება კი, უკვე არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც ბევრი იზრუნა, რომ კანდიდატის სტატუსის  მიღებისთვის საბოტაჟი მოეწყო,  მაგრამ ქართველმა ხალხმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ამ ყველაფერს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები