spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა ბუჩუკური – იმ ზონდერებს თუ ჰგონიათ, რომ დაიმალებიან, ამისი შანსი არის ნული

აქ ჩანს, რომ არის დამონტაჟებული, კადრი არის ამოჭრილი, არ არის სრული. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს კადრები სრულად, უწყვეტად გადმოგვცენ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმა იყო ორგანიზებული.

“ფაბრიკაციას მინდა, შევეხო. აქ ჩანს, რომ არის დამონტაჟებული, კადრი არის ამოჭრილი, არ არის სრული. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს კადრები სრულად, უწყვეტად გადმოგვცენ.  ჩვენ ბევრი რამ მოვიძიეთ და ნაწილი ამ ადამიანებისა ამოვიცანით. კონკრეტულ სახელს და გვარებს არ ვასახელებთ ამ ეტაპზე, დაველოდებით გამოძიებას. ამოცნობილი გვაქვს მანქანის  სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ეს არარაობები გაიქცნენ. ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.

თვითონ ეს კადრები, რომელიც პროპაგანდისტულმა “იმედმა” გამოაგდო, იყო თავად თავდამსხმელების გადაღებული. გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, თავდამსხმელები იყვნენ 10-მდე, ეს იყო მართული ორგანიზებული თავდასხმა. იმ ზონდერებს თუ ჰგონიათ, რომ დაიმალებიან, ამისი შანსი არის ნული”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით იყო გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები