spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან იქნება ისტორიული რიგები

ნამდვილი სამოქალაქო კულტურა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას თუ რა მოხდება სახელმწიფოში, – ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

“ნამდვილი სამოქალაქო კულტურა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას თუ რა მოხდება სახელმწიფოში.  ეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ, 26 ოქტომბერს, დილის 8 საათზე საარჩევნო უბნებთან იქნება ისტორიული რიგები. 

 

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა არჩევნებზე უსაფრთხოების სამსახურების ოპერაცია არის, რომ დათესონ ნიჰილიზმი – ვინც ავრცელებს დემოტივაციას, ნიჰილიზს. ეს იმპერიული მმართველობის მექანიზმია – ტემპისა და ენერგიის დაგდება.

 

ჩვენ შევქმნით გუნდს, სადაც ყველას განსხვავებულობა, როგორც ქართულ სიმღერაშია, იქნება პატივცემული და ეს მოეწონება ქართველ ხალხს.

 

საქართველოში არსებობს მდუმარე უმრავლესობა, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომლებსაც უნდათ ცვლილება. ხალხს სჭირდება და იმსახურებს არჩევანს და საქართველოს მომავალს სჭირდება, რომ მათ ჰქონდეთ არჩევანი, იმიტომ, რომ ისინი არჩევნებზე უნდა მოვიდნენ და ასე, ორი სხვადასხვა ფრონტით ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები