spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის “გიორგი მშიშარა”

დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის “გიორგი მშიშარა”. “გიორგი მშიშარავ”, ხელისუფლება ვართ ჩვენ, პროევროპული მოძრაობა, პარლამენტი ვართ ჩვენ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ აპირებს, ამ ხელისუფლებას მოპარული ხმები გააყოლოს.

“დღეს არის ბრწყინვალე აქცია, მოვიდნენ გოგოები, დედები, ქალები. ვაჩვენოთ, რომ არავინ აპირებს დათმობას. დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის “გიორგი მშიშარა”. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, ახლა გვყავს გიორგი “მშიშარა” იმიტომ, რომ მშვიდობიანი 50-100 ქალის საპასუხოდ, გადაკეტეს ყველაფერი, დაგვახვედრეს 500 პოლიციელი.

“გიორგი მშიშარავ”, ხელისუფლება ვართ ჩვენ, პროევროპული მოძრაობა, პარლამენტი ვართ ჩვენ. არავინ ვაპირებთ, რომ ეს არჩევანი გავატანოთ. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად”, – განაცხადა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები