spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე გერმანიის ელჩს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ესაუბრა

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს  შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები, გავრცელებული ფარული ჩანაწერები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში.

 

“ბატონი ელჩის მთავარი ინტერესის საგანი იყო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად,  ვისაუბრეთ გავრცელებული ფარული ჩანაწერების უკანონობაზე, ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო სისტემების პრობლემებსა და მათირეფორმების ხედვებზე. ასევე განვიხილეთ საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ფორმით ქალი პოლიტიკოსების მიმართ ზეწოლაზე, მათ შორის, სიძულვილით სავსე თავდასხმებზე სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში. ჰუბერტ ქნირშს  დაინტერესდა ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლებასა და სოციალური საკითხებით, რომელიც უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველთან საუბრის მთავარი თემა და რომელიც არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში სრულიად ჩაიკარგა. ჩვენ შევთანხმდით მომავალითანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის გზებზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები