spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ხელისუფლებამ, რომლის თილისმაც არის ორი ჯალათი მოსამართლე, შექმნა რეპრესიული რეჟიმი

“ოცნებამ” კარგად იცის, რომ მათი მხარდაჭერა მერყეობს სადღაც 30%-ში და ისინი არიან ზე პანიკაში, იმიტომ, რომ მთავარი დასაყრდენი გამოეცალათ – ეს არის მისი პროდასავლური ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” იმიტომ არის პრორუსული, რომ მას რუსეთის მსგავსი მართვის მეთოდი აქვს.

 

“რა მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ავირჩიოთ “ქართული ოცნება”?! მე თუ მკითხავთ, ეს ხელისუფლება იმიტომ არის რუსული, რომ აქვთ რუსეთის მსგავსი მართვის მეთოდი. 

 

ხელისუფლებამ, რომლის თილისმაც არის ორი ჯალათი მოსამართლე – მურუსიძე და ჩინჩალაძე, შექმნა რეპრესიული რეჟიმი. ეს მოსამართლეები ამ ხელისუფლების თილისმაა და ესენი გვესაუბრებიან კიდევ ვინმეს გასამართლებაზე? როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ყველა გვაცხოვრონ ჭაობში “ნაციონალური მოძრაობის” გამო?! 

 

“ოცნებამ” კარგად იცის, რომ მათი მხარდაჭერა მერყეობს სადღაც 30%-ში და ისინი არიან ზე პანიკაში, იმიტომ, რომ მთავარი დასაყრდენი გამოეცალა “ქართულ ოცნებას” – ეს არის მისი პროდასავლური ამომრჩეველი.

 

უახლოეს პერიოდში პრორუსულ პარტიას 5%-ზე მეტი არ აუღია არასდროს და “ქართული ოცნების” კოშმარი ეს არის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები