მე მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დილიდან საარჩევნო უბნებთან არის რიგები.
“დღეს დიდი დღეა. ეს იმითაც ჩანს, რომ დილიდან საარჩევნო უბნებთან არის რიგები. მე მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს. ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა და ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს გაეგო პროცედურები, რომ ახლებურია. რაც მთავარია, 08:00 საათზე უბნებზე ბევრი ხალხია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ყველას მოუწოდეთ, რომ არჩევნებზე წავიდნენ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.