spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება

ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია – ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერმა ეს განცხადება გავრცელებულ ვიდეოჩანაწერის გადასაფარად გააკეთა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მის შესახებ საუბრობს.

 

“ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც ათი ათასობით ამომრჩეველი და ჩვენი მოძრაობა ითხოვს უკვე წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში სწორედ ამ ხელისუფლებამ აპარპაშა ონლაინ კაზინოები, მილიარდობით ლარი მიედინებოდა ონლაინ კაზინოების ჯიბეში ჩვენი ჯიბიდან წლების განმავლობაში და დაიღუპა თაობები. რატომ გააკეთა დღეს ეს განცხადება? – იმიტომ, რომ ეს განცხადება არის გაჭირვების ტალკვესი, ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია.

 

უნიჭო პოპულიზმის კარგი მაგალითია და ეს უკავშირდება მის პიროვნულ შეფასებას ივანიშვილის მიერ, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეპუტაციის გადასარჩენად, იმასაც იტყვის, რომ ხვალ გავფრინდებით მარსზე, ეს არის უნიჭო პოპულიზმი”, – განაცხადა დოლიძემ.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები