არჩევნები მოიპარა და გააყალბა რუსეთმა, სპეცსამსახურების დახმარებით და საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებისთვის პრეზიდენტი ინფორმირებულია.
“არჩევნები მოიპარა და გააყალბა რუსეთმა, სპეცსამსახურების დახმარებით და საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით. მსგავსი პრეცედენტები არის ახალი. ჩვენ ვუპირისპირდებით არა მარტო “ქართულ ოცნებას”, არამედ ამ ტენდენციასაც. ოპოზიცია ახლა აგროვებს მტკიცებულებებს, ვთანამშრომლობთ ყველასთან, რათა მტკიცებულებების შეგროვება მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვთხოვენ – გამოძიებისთვის, პრეზიდენტი ინფორმირებულია, ეს რუსეთის ახალი სიტყვაა, რითაც ის ინარჩუნებს მარიონეტ მთავრობებს, შესაბამისად ჩვენ მას სერიოზული, კომპეტენტური მტკიცებულებებით უნდა დავუპირისპირდეთ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.