spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას – „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას – „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს. დოლიძის განცხადებით, თვითმმართველობის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს ოპოზიციას მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვას იმ რაიონებში, სადაც მას საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული.

 

როგორც პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა განაცხადა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს მოსახლეობის პრობლემებით სარგებლობას იმისთვის, რომ არჩევნებზე მისთვის სასურველი შედეგები დადოს.

 

“ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იყო არჩევნების შედეგები რეგიონებში, კონკრეტულად, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. როგორც ჩანს, სწორედ იმ გაყალბების ფონზე, რომელიც ადგილებზე ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ადმინისტრაციამ, ეს ქალაქები მოგებული აქვს ოპოზიციის კანდიდატებს. ამასთან, მიმართებაში ჩვენ, ოპოზიციას  ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს (ეს რაიონებია – ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი) დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს მმართველ გუნდს,  ამომრჩეველთა 20%-ს აქვს საშუალება, შეგროვებულიხელმოწერების საფუძველზე, მიმართოს ადგილობრივ საკრებულოებს, რომელთა 2/3-ს აქვს უფლება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი. საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცესები ხელისუფლებას და ჩვენს საერთაშორისოთანამეგობრობას მისცემს სიგნალს, რომ მსგავსი ქცევა, არჩევნების ღიად მოპარვა მიუღებელია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ოპოზიციურად განწყობილი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ვითარება მომწიფებულია. ანუ სახალხო იმპიჩმენტი იმ ქალაქებში, სადაც ვნახეთ, რომმოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, საშუალებაა იმისა, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ, დროა გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გზაა, რომელსაც ვთავაზობ ოპოზიციას. მე მზად ვარ ამ პროცესში ჩართვისთვის, რომ მხარში დავუდგე  მუნიციპალიტეტების მოსახლეობას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები