spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ყველა პარტია, თუ პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ფუნქციას, უნდა დაფიქრდეს გამსხვილებაზე

ჩვენ ნუ გვაშანტაჟებენ ომით, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ის ხელისუფლებაში იმიტომ არის, რომ ჯარი მისია, თავდაცვის სტრატეგია მისია და უსაფრთხოების ყველა გამოწვევაზე მანდ უნდა გასცეს პასუხი, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

“საქართველოს მოსახლეობის შანტაჟზე უნდა ვთქვათ ერთი რამ – ჩვენ ნუ გვაშანტაჟებენ ომით, ომის შიშით და ტერორით, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ის ხელისუფლებაში იმიტომ არის, რომ ჯარი მისია, თავდაცვის სტრატეგია მისია და უსაფრთხოების ყველა გამოწვევაზე მანდ უნდა გასცეს პასუხი. თქვენ მაგ სკამებზე იმიტომ სხედხართ, რომ დაგვიცვათ და იპოვოთ გზები, რომ მარტო კი არ დაგვტოვოთ ამ საშიშროებასთან, არამედ დაგვიცვათ.

 

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, იმისათვის, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ვითარება და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან, ჩვენ გვჭირდება ამომრჩევლის მობილიზება, ამომრჩევლის მოსვლა. ჩვენ შესაბამისად უნდა ვებრძოლოთ ნიჰილიზმს, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს. ამისათვის უნდა შევქმნათ სისტემები, რომლითაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ხმას ექნება მნიშვნელობა. 

 

ყველა პარტია, თუ პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ფუნქციას, უნდა დაფიქრდეს გამსხვილებაზე. ეს პასუხისმგებლობა მეც გათვალისწინებული მაქვს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები