სამარცხვინო რეჟიმია, ფეხები უკანკალებთ. სასამართლო პროცესები არის საჯარო. საქართველოს კონსტიტუციით მოსამართლისთვის საქმის ჩამორთმევა არ შეიძლება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გადათელილია, ამოხეულია ფურცლები ამათი კონსტიტუციიდან და ეს არის ძალიან საშიში.
”სამარცხვინო რეჟიმია, ფეხები უკანკალებთ. სასამართლო პროცესები არის საჯარო. საქართველოს კონსტიტუციით მოსამართლისთვის საქმის ჩამორთმევა არ შეიძლება. ნახეთ ყველაფერი გადათელილია, ამოხეულია ფურცლები ამათი კონსტიტუციიდან და ეს არის ძალიან საშიში. ეს ყველაფერი უნდა ჩაბარებულიყო წარსულს და უნდა ყოფილიყო აქ თავისუფალი სასამართლო“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერს ანა დოლიძეს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მოქალაქეებს აქვთ უფლება დაესწრონ სასამართლო პროცესებს.