spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძემ დედაქალაქის განვითარების ექვსი პრიორიტეტი დაასახელა

პარტიის „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, რომლის საარჩევნო ნომერიც არის 48, დღეს დედაქალაქის განვითარების ხედვა და ის ექვსი პრიორიტეტი დაასახელა, სადაც ყველა ადამიანი იპოვის თავის ადგილს და იქნება რეალიზებული.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა მისი, როგორც მერობის კანდიდატის სლოგანია – თბილისი ხალხისთვის.

 

რაც შეეხება პრიორიტეტებს, ესენია:

1.    მდიდარი ქალაქი – ნახტომი ეკონომიკაში

2.    თბილისი მწვანე ქალაქია

3.    კორუფციასთან ბრძოლა და მმართველობა ხალხისთვის

4.    ინფრასტრუქტურა ხალხისთვის

5.    უსაფრთხო ქალაქი

6.    თბილისი მზრუნველი ქალაქი

 

“მეგობრებო დღეს არის ის მომენტი, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს მომენტი არის შესაძლებლობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ მდიდარი ქვეყანა, შესაძლებლობა, რომ შევქმნათ სამართლიანი სასამართლო, რომ ჯანდაცვაგავხადოთ ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ ხარისხიანი განათლების სისტემა და ბოლოს და ბოლოს პატივი ვცეთ გარემოს. ჩვენს გარშემო ბევრი ეცდება დაგარწმუნოთ, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, რომ დაამცირონ ჩვენი მისწრაფებები და ოპტიმიზმი, მაგრამ ჩვენნამდვილად შეგვიძლია უკეთესის გაკეთება, რადგან უკვე გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ გვიბრძოლია, იმიტომ, რომ აგვიშენებია და ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს, უკეთეს სასამართლოს, უკეთეს განათლებას, ჯანდაცვას და ბევრად უკეთეს გარემოს,“ – განაცხადა ანადოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები