spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ანა დოლიძის მოძრაობა “ხალხისთვის” პოლიტიკური პარტია ხდება

 მოძრაობა "ხალხისათვის" რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ უკვე პარტია ხდება, ამის შესახებ "დღის კურიერში" მოძრაობის ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

"მოძრაობის გადაქცევა პარტიად უკავშირდება ორ ვითარებას. ერთი გამყარებას თვითრწმენისა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და მეორე, რა კლიმატიცაა ეს რომ სერიოზული, ყოველდღიური, სამართლებრივი სამუშაო იქნება მომავალში, რომელსაც ასეთი დამოუკიდებელი ძალა უფრო გაწევს, ვიდრე ის ძალები, რომელიც დღესაა წარმოდგენილი", – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, ჯერჯერობით, პარტიის თავმჯდომარე არაა შერჩეული, რაც შეეხება წევრებს, პარტიის წევრები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი, თუმცა თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები იქნებიან. 

დაფინანსების მხრივ ანა დოლიძეს საზოგადოების იმედი აქვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები