spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა მალიარი – ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ “აზოვსტალის” დამცველები, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

“აზოვსტალის“ დამცველების გადარჩენის საკითხში ჩართულია ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაციაა და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

 

“ჩვენ შევძელით ეს გადმოგვეტანა და გულწრფელად ვუთხრით ახლობლებს, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება. და კითხვების უმეტესობა, იმედი მაქვს, რომ აღარ არსებობს. რადგან ის წინადადებები, რომელიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – მოდით გავაკეთოთ ეს, ფაქტობრივად, ისინი უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ გვაძლევს თანხმობას, რომ შევძლოთ გავათავისუფლოთ აზოვსტალის დამცველები”, – განაცხადა მალიარმა.

 

მისივე თქმით, ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. პარალელურად განიხილება და მუშავდება სხვადასხვა გეგმები, მაგრამ ეს არის სამხედრო გეგმები, რომელსაც ვერ გაამჟღავნებენ.

 

“ახლა მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი ჩართულია პუტინთან საუბარში. ჩვენი სახელმწიფო ყველა მათგანთან არის კონტაქტში.

 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ „აზოვსტალის“ დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავენ უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა საშუალებას გვაძლევს იქ მოხდეს დიდი რაოდენობით რუსული ჯარის კონცენტრირება, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები