ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის, – ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
“საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად”, – წერს ევროპარლამენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს, ღამით თბილისში ჩამოვა და შესაბამისი რეისის ბილეთი გამოაქვეყნა.