თავს დაგვესხნენ “ქართული ოცნების” წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც “ქართული ოცნება” 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მის გუნდს ზუგდიდში 50-მდე ადამიანი დაესხა თავს და ცემის მცდელობაც ჰქონდათ.
“საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ “ქართული ოცნების” წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც “ქართული ოცნება” 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წინა წლებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს რომ არბევდნენ, მონაწილეობდა. 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ცემის”, – განაცხადა ანა წითლიძემ.