ბოლშევიკებიც ხომ ამით აპელირებდნენ ხოლმე, კი, იყო რეპრესიები, იყვნენ კარაქის და შაქრის ტალონებზე, მაგრამ მაინც “ეკონომიკური ზრდა” იყო, მაინც “უსწრებდნენ“ ევროპას და ამერიკას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა კარგად იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მათთვის მთავარი მუხრუჭი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომაც 10 წელია ებრძვის ამ პარტიას.
“ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებები ახალი არაა, რომ ცდილობს მოგვაყენოს ომის პარტიის იარლიყი, ახლა “სიკვდილის პარტია“ დაგვარქვა. ამას მარტივი ახსნა აქვს. “ოცნებამ“ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად იციან, რომ რუსეთისკენ, საითკენაც აქვს გეზი “ოცნებას“, მთავარი წინაღობა არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამიტომ ებრძვიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ცდილობენ მის განადგურებას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მისი თქმით ღარიბაშვილის განცხადებები საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციას აგრძელებს.
“რუსული ოცნების“ პროპაგანდა ძალიან ჰგავს საბჭოურ პროპაგანდას.. ბოლშევიკებიც ხომ ამით აპელირებდნენ ხოლმე, კი, იყო რეპრესიები, დამოუკიდებლობა დავკარგეთ, იყვნენ კარაქის და შაქრის ტალონებზე, მაგრამ მაინც „ეკონომიკური ზრდა“ იყო, მაინც „უსწრებდნენ“ ევროპას და ამერიკას, ზუსტად ერთი-ერთში არის, ძალიან ჰგავს ეს პროპაგანდა იმას, ჰგავს კი არა, არის გაგრძელება საბჭოთა პროპაგანდის“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთვარობის სხდომაზე არნახულ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მას პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე „ომისა და სიკვდილის“ პარტია უწოდა.