spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

ვერ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

 

“არგუმენტები, რაც მათგან მოვისმინე, ნამდვილად არ არის საკმარისი და მისაღები. ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთის კომენტარი მოვისმინე, რომელმაც ეს ყველაფერი რაღაც გაუგებრობას მიაწერა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ დღეს ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მოვისმინე არგუმენტები, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი და არასერიოზულია. არგუმენტები, რომ ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ვიღაცამ რამდენიმე კანდიდატს მისცა, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ძალიან არასწორია.

 

საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და პიროვნულად ჩემთვის მარტივი არ არის ამ კომენტარის გაკეთება, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას. ჩემი წარმოდგენა არის, რომ ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება შემდეგ თანამშრომლობა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემი პოზიცია, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრაქციამ ამაზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, საზოგადოებამ მათგან უნდა მოისმინოს ეს არგუმენტები, თავად განსაჯონ, რამდენად მისაღებია და რამდენად არა. ისეთ სერიოზულ საკითხზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და სადაც, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ავარჩევინეთ კლანის წევრები. ეს არგუმენტები ჩემთვის არ იყო სერიოზული, დანარჩენზე ისაუბრებენ თვითონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

5 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის მმართველი გუნდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

 

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და დილარ ხაბულიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები