spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – არაკომპეტენტურობის და არაორგანიზებულობის გამო, ზუგდიდში უბნები ჯერ კიდევ არ არის გახსნილი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი ცალსახაა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი რიგი პრობლემები შეექმნათ კომისიის წევრებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის ფურცელი.

“სრული არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის. დღეს ზუგდიდში და მთლიანად რეგიონში ყველა უბანში უნდა გახსნილიყო 10:00 საათზე საარჩევნო უბანი. საოლქო საარჩევნო კომისიამ თვითონვე უზრუნველყო, რომ ყველა კომისიის წევრი გაფრთხილებული ყოფილიყო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 10:00 საათზე. არაკომპეტენტურობის და არაორგანიზებულობის გამო, უბნები, რომლებიც 10:00 საათზე გახსნილი უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ სამის ნახევარზე არ არის გახსნილი. მთელი რიგი კომისიის წევრები და “ქართული ოცნების“ კომისიის წევრები ადგილზე არ გამოცხადდნენ და საერთო ჯამში ზუგდიდის ოცზე მეტ უბანში ჯერჯერობით უბანი არ არის გახსნილი.

ასევე მთელი რიგი პრობლემები შეექმნათ კომისიის წევრებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებმაც მოითხოვეს საჩივრის ფურცელი, რომლებიც შეეცადნენ ტექნიკურ დარღვევებზე საჩივარი დაეწერათ უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს არის დარღვევა და მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას ჰქონდეს ძალიან ადეკვატური პასუხი.

მოვუწოდებ მირანდა მესხს, კეთილი ინებეთ, ახლავე დაურეკეთ ზუგდიდის კომისიის თავმჯდომარეებს და უთხარით, რომ მათ არ აქვთ უფლება კომისიის წევრებს ოპოზიციიდან არ მისცენ საჩივრის ფურცელი და არ მისცენ შესაძლებლობა პოზიციის გამოხატვის“, – განაცხადა წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები