ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს ოფშორების კანონი გადაარჩენს იმ სანქციებისგან, რომელიც მას აუცილებლად დაეკისრება საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისა და ხელის შეშლისთვის, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“ეს ოფშორების კანონი არის იმ რუსული კანონის ნაწილი, რომელიც მიიღო გუშინ რუსულმა ოცნებამ. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს ოფშორების კანონი გადაარჩენს იმ სანქციებისგან, რომელიც მას აუცილებლად დაეკისრება საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისა და ხელის შეშლისთვის.
თუმცა, ვერც ერთი კანონი ვერ უშველის და ვერ გადაარჩენს ბიძინა ივანიშვილს და ვერცერთ ცალკე აღებულ ბიზნესმენს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია.